ზედა პოსტს რომ გამოვეხმაუროთ, ზოგადად თავდაცვის სექტორის ბიზნესი არის უზარმაზარი და ისეთი მიმართულებაა, ყველასთვის მოიძებნება საბაზრო წილი. მათ შორის ჩვენნაირი სახელმწიფოებისთვისაც. მაგალითად, აზერბაიჯანმა როდესაც დაიწყო ეროვნული სამხედრო ინდუსტრია, ბევრად მწირი ბაზა ჰქონდა, ახლა კი მოგეხსენებათ, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი გამყიდველია იარაღის. თან ყიდის არამხოლოდ მესამე ქვეყენბში, არამედ ევროპაშიც. აზერბაიჯანი წარმატებით ახერხებს საკუთარი იარაღის აფრიკის ქვეყნებში რეალიზაციას და მუდმივად ახდენს გაუმჯობესებას.
შეგვიძლია თუ არა ჩვენც იგივეს გაკეთება?
რა თქმა უნდა, კი. მაგრამ ნება არ არის, უუნარობაა. მე ახლა მოგიყვებით, ერთ საინტერესო ამბავს. ეს ამბავი საკმაოდ ცუდად გვახასიათებს და კარგ პოზიციაში არ გვაყენებს. ერთი დიდი ფეილი იყო. ალბათ, დიდ ნაწილს არც დაეჯერება, რომ ასე არასერიოზულად შეიძლება იქცეოდეს გადაწყვეტილების მიმღები პირი.
ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს, ერაყული მხარე დაინტერესებული იყო ერაყული სუ-25-ების რემონტით. ეძებდნენ კონტრაქტორებს. ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვიყავით ჩვენ, რადგან გაცხადებული იყო, რომ თბილისში არის ავიამშენი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ერაყლი სუ-25-ების რემონტი და შესაბამისი სერვისი. სუ-25-ებთან ერთად განიხილებოდა ვერტმფრენების რემონტიც.
ასეულ მილიონ დოლარიანი კონტრაქტი იყო.
ჩამოვიდა ერაყული მხარე უმაღლესი დელეგაციით - მინისტრი, გენერლები, სამხედრო-საჰაერო ძალის ექსპერტები. გადაიღეს ლამაზი კადრები მინისტრის კაბინეტში, შეგვიფუთეს ისე, რომ რაღაც გრანდიოზული თანამშრომლობა უნდა დაწყებულიყო. თუმცა…
როდესაც ერაყელების დელეგაცია წაიყვანეს დასათვალიერებლად, ერაყელებმა აღმოაჩინეს, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა პრაქტიკულად არ არსებობს. რემონტი დადგენილი სტანდარტით არ გამოვიდოდა. საწარმოში როდესაც მიიყვანეს და დაათვალიერებინეს, დელეგაციამ იკითხა, ეს კარგი და საწარმოს როდის გვაჩვენებთო.
საბოლოოდ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა არ შედგა. კონტრაქტი არ დაიდო და ერაყელები იმედგაცრუებულები წავიდნენ. სხვათაშორის ერაყის თავდაცვის მინისტრი ჩასვლიდან მალევე მოხსნეს.